მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვსი თვე საავტომობილო ბაზრისთვის იქნება გარდამტეხი – Bloomberg პანდემიის გავლენაზე

5ec56b0139f55
მარიამ ადამია
20.05.20 23:00
1459
ახალი ავტომობილების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით არის შემცირებული. ამის მთავარ მიზეზად ისევ და ისევ კორონავირუსი და მის შედეგად დახურული საწარმოები სახელდება. თუმცა, პროცესების გაჯანსაღება უკვე დაიწყო და ევროპასა და აშშ-ში კომპანიები ნელ-ნელა იხსნებიან, მაგრამ 265 ათასი სამუშაო ადგილი მაინც რისკის ქვეშ რჩება. მაგალითად, ავიღოთ კომპანია "პორშე", რომელიც წინა კვირაში გაიხსნა და კლიენტებიც მიიღეს, თუმცა, თანამშრომლების ნაწილი მაინც დისტანციურად მუშაობს.

პანდემიამ საავტომობილო ბაზარზე შეცვალა არა მხოლოდ უშუალოდ თანამშრომელთა ქცევა, არამედ მყიდველების მოთხოვნაც და ეს ცვლილებები, მართალია ზოგიერთი დროებითია, თუმცა უმრავლესობა მაინც სავარაუდოდ, სამუდამოდ დარჩება.

მაინც როგორ შეიცვლება საავტომობილო ბაზარი Covid-19 ის შედეგად? Bloomberg-ი წერს, როგორც მთავარი ტენდენცია რაც გამოიკვეთა არის ის, რომ მიუხედავად ინფექციის შიშისა, ადამიანები, რომლებსაც ავტომობილის შესყიდვა სურთ, უარს არ ამბობენ. თუმცა, გარიგება აღარ დასრულდება ხელის ჩამორთმევით, ხოლო ონლაინ ვაჭრობა იმაზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ზოგიერთი კომპანიის ბიზნეს გეგმა არ გამორიცხავს მყიდველსა და გამყიდველს შორის პირად ურთიერთობას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმიანი შეხვედრა იგეგმება მყუდრო, კომფორტულ ადგილას, სადაც მეტი შანსი აქვთ დილერებს საუბრითა და შეთავაზებებით, მეტი ფული დაახარჯინონ ადამიანებს. ამიტომაც, ბაზარზე დაგეგმილი შემცირების შედეგად მხოლოდ ასეთი თანამშრომლები, საუკეთესო დილერები დარჩებიან.

კვლევები ადასტურებს, რომ ზოგიერთ კომპანიას, საჭიროზე მეტად აქვს შტატები გაფართოებული, ამიტომაც შემცირებას, პანდემიასთან ერთად ეს ფაქტორიც განაპირობებს. მაგალითად, Fiat Chrysler-ს აშშ-ში 10,271 ცენტრი აქვს, რომლის თითო დილერმა გასულ წელს საშუალოდ 656 ავტომობილი გაყიდა, ხოლო "ტოიოტას" -1,400 ცენტრის თითო დილერმა - 1700 ავტომანქანა.

თუმცა, ავტომობილის გაყიდვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად მაინც ტესტ-დრაივი რჩება, ამიტომ პოსტკორონავირუსულ პერიოდში, როდესაც სოციალური დისტანცია აუცილებელია და ადამიანები ერიდებიან დახურულ სივრცეში ყოფნას, ავტომწარმოებლები ტესტ-დრაივის მიმართულებით პოლიტიკას ცვლიან.

რას შეეხება ონლაინ გაყიდვებს, 2019 წელს აშშ-ში ავტომობილების მთლიანი ბაზრის 10%-დან 15% ონლაინზე მოდის და ეს მიმართულებაც უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პოსტკორონავირუსულ პერიოდში. ავტომწაროებლები ახლა მუშაობენ საკუთარი ვებ-გვერდების განახლებაზე და ყველა კითხვას, რომლებიც მომხმარებლებს გაუჩნდებათ ყიდვის პოროცესში ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით უპასუხებენ.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის, მაინც წარმოუდგენელია ძვირად ღირებული ავტომობილის შეძენა პირადად ნახვის გარეშე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომდევნო ექვსი თვე საავტომობილო ბაზრისთვის იქნება გარდამტეხი, მათ უწევთ სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღება, აქვთ შანსი ახალი და კონკურენტუნარიანი ფასების შემუშავების. კიდევ ერთი მთავარი კითხვაა: შეჩერდება თუ არა ავტომობილების შეძენა? მარტივად რომ გავცეთ პასუხი კი, მოსალოდნელია, თუმცა, მასშტაბური ცვლილებები ამ მიმართულებით მაინც არ იკვეთება.