მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მარტიდან ინფლაციის მკვეთრ შემცირებას პროგნოზირებს

6183f37869863
დავით ჯალაღონია
04.11.21 20:40
1487
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

"საბაზო ეფექტების გამო, მოსალოდნელია, რომ წლიური მაჩვენებელი დეკემბერი-თებერვლის პერიოდში იქნება შედარებით მაღალი. საბაზო ეფექტების გავლის შემდეგ, მარტიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის მკვეთრი შემცირება, თუ სხვა ახალი რისკები არ გაჩნდა. თუმცა ამავე დროს, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ეროვნულ ბანკში მზად ვართ, თუ იქნება ამის საჭიროება და აუცილებლობა, დამატებითი ინსტრუმენტები ავამოქმედოთ, ან უფრო მეტად გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ იქონია, ასევე საწვავის გაძვირებამაც, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზარდა. 12.8% ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები