მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა გაუფასურების შესაჩერებლად $20 მლნ გაყიდა

5e6b7d50d6283
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 16:29
1736
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, სავალუტო ინტერვენცია მოახდინა და საკუთარი რეზერვიდან $20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამ ტრანზაქციის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3-ლარიან ნიშნულთან ახლოს, 2.9936-ის დონეზე დადგა.

"2020 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ეს 2020 წლის განმავლობაში პირველი სავალუტო ინტერვენციაა.