თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, საახალწლოდ ქალაქის მორთვა უკვე დაიწყო.
დედაქალაქის მერი ბიზნესს მიმართავს, რომ მათ წერილებსა და თხოვნებს აუცილებლად გაეცემა პასუხი, რათა კერძო სექტორმა სხვადასხვა ლოკაცია მორთოს.
„მინდა, მივმართო ბიზნესს, ბევრი წერილი მოდის, ბევრი თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ სივრცეების გალამაზება, ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, გვერდში დაგიდგებით, რომ ქალაქი ერთად გავალამაზოთ. მოვუწოდებ ბიზნესს, იაქტიურეთ, ერთად მოვრთოთ, ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნაყოფიერად ვთანამრშომლობდით, ბევრი კარგი პარკი, სკვერი, ლოკაცია გალამაზდა თქვენს მიერ, რაც დასაფასებელია და მიხარია, რომ თქვენც ჩართულები ხართ ქალაქის კეთილმოწყობაში, გალამაზებაში და რა თქმა უნდა ამ ტენდენციას, ამ მიმართულებას ამ ახალ წელსაც შევინარჩუნებთ. აუცილებლად მოგეცემათ შესაძლებლობა, კონკრეტული ლოკაციები თქვენს მიერ მოირთოს“, - განაცხადა კალაძემ.
აქვე დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ საახალწლოდ 207 ათასი ლარის ღირებულების 3 ტენდერია გამოცხადებული, თუმცა არც ერთი მათგანი დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს არ ეხება.
„გამოცხადებული გვაქვს 3 ტენდერი, განათებებისა და ილუმინაციებისთვიოს. მათგან ორი ტენდერი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზნით. ტენდერების საეთო ღირებულება 207 ათასი ლარია. არც ერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაზეც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება“, - აღნიშნა მერმა და იქვე დასძინა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ განსაკუთრებული იქნება.
აქვე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელიც მოეწყობა, თუმცა ლოკაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი