მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.45 ლარი, ევროსი კი 3.73 ლარი გახდა

5e7b57f5f039a
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 17:04
1549
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.8 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.4576 ლარი გახდა.

ევროსთან კი ლარი 0.7 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.7370 ლარი ღირს.

დღესვე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეს მარტის თვის განმავლობაში განხორციელებული მესამე სავალუტო აუქციონი იყო. სულ მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენციის გზით სებ-მა $100 მლნ გაყიდა.