მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს გრძელი ისტორიაა“ – როგორ მოხვდა რაჭული „შქმერული“ იაპონიის სწრაფი კვების ქსელში?

5f28eeaaabf5d
თამთა ჯიჯავაძე
04.08.20 10:22
1987
იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, „მაცუიას“ მიერ გამართულ ონლაინ "არჩევნებში" 47,711 ხმით ქართულმა კერძმა, „შქმერულმა“ გაიმარჯვა. შედეგად, „შქმერული“ კიდევ რამდენიმე თვით „მაცუიას“ 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, „შქმერული“ იაპონიაში დაახლოებით ნახევარი წლის წინ გამოჩნდა. საინტერესოა მისი იაპონიაში გამოჩენის ისტორია, რომლის შესახებაც BMG-იმ და Forbes Georgia-მ საქართველოში იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას ჰკითხა.

„ეს გრძელი ისტორიაა და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ. „მაცუიას“ რესტორნების ქსელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია იაპონიაში. ის ცნობილია ერთ-ერთი საუკეთესო კერძებით მომხმარებლებში. ერთ დღესაც მათ ინტერნეტში მოძებნეს საინტერესო გემოები მსოფლიოში და ასე აღმოაჩინეს „შქმერული“. არ ვიცი რატომ, მაგრამ „მაცუიას“ მარკეტინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ აერჩია „შქმერული“. შესაძლოა, ეს თქვენმა ღმერთმა შესთავაზა.. (იცინის). თუმცა, ეს მცირედით განსხვავებული იყო ქართული „შქმერულისგან“, ვინაიდან ეს არის „სეტ-მენიუ“ და მას ახლავს ბრინჯი და მისო-სუპიც. და ეს ყველაფერი ღირს შვიდი დოლარი, რაც ძალიან იაფია. იაპონელმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ძალიან კარგი იყო ქართული და იაპონური გემოების შერწყმა“, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატი გასულ თვეს თავად ეწვია რაჭის სოფელ „შქმერს“, სადაც ავთენტური „შქმერული“ თავად დააგემოვნა, – „მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე იაპონური „შქმერული“. ამიტომაც მინდა მოვიწვიო „მაცუიას“ ქსელის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აქ და დააგემოვნოს ნამდვილი „შქმერული“, – დასძინა იაპონელმა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები