მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს იქნება ფიქტიური რეგულაცია“ - ტიკარაძე კოვიდსაშვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოქმედებაზე

61a92967c25ea
თამთა ჯიჯავაძე
03.12.21 00:19
742
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების კუთხით შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ამ ეტაპზე კოვიდსაშვის ამოქმედება იქნება ფიქტიური რეგულაცია. მისი თქმით, რეგულაცია არ უნდა დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის და შესაძლებელი უნდა იყოს მისი აღსრულება.

„ტრასპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს თუ როგორ შეიძლება ტრანსპორტში ამოქმედებული კოვიდ-საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით როგორი იქნება რეგულაცია ტრანსპორტის შემთხვევაში“, - აღნიშნა მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

მისივე თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდება საქართველოშიც, მოსალოდნელია რეგულაციების გამკაცრება.