პარლამენტში გრძელდება საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელიც საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" – შორის ურთიერთობა: ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება.
ინიციატივას ეწინააღმდეგება ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი, რომლის უფლებებსაც იურიდიული ფირმა BLB წარმოადგენს. დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომპანიის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ APM-მა მოამზადა შენიშვნების 17-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. კახა შარაბიძის თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათი ინტერესები ფუნდამენტურად ილახება.
საკითხის შესახებ შარაბიძემ უფრო ვრცლად BMG-სთან ისაუბრა, მისი თქმით, ფოთის პორტის მფლობელ APM Terminals-ს ეზღუდება სანაოსნო მოსაკრებლის აკრეფის შესაძლებლობა. კახა შარაბიძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ შემოთავაზებული რეგულაცია იმდენად მძიმეა, რომ პორტი საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს.
"ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას ინვესტორის მიმართ, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებას, ნიდერლანდების სამეფოსთან საინვესტიციო უფლებების დაცვის შესახებ და ფუნდამენტურად ზღუდავს ფოთის ნავსადგურის უფლებებს. ფოთის ნავსადგური არ გამორიცხავს თუ ამ კანონით მოხდება მოქმედება, სამართლებრივ გზებს მიმართოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. კომპანია არ გამორიცხავს, არბიტრაჟში მიმართვას.
ერთ-ერთი არსი ამ პრობლემის არის ის, რომ ფოთის ნავსადგურის პასუხისმგებელი მთლიანად პორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვაზე, რისთვისაც მას 110 მილიონზე მეტი აქვს ინვესტირებული.
ერთ-ერთი მიმართულება ამ კანონის არის ის, რომ ჩაერიოს ხელოვნურად ამ პროცესში და გარკვეულწილად ფოთის პორტს შეუზღუდოს უფლება აკრიფოს მოსაკრებელი, რისი აკრეფის საშუალებაც მას ყოველთვის ჰქონდა და იღებდა.
ვერ გეტყვით თანხების ოდენობას, მაგრამ მას ექნება არსებითი ნეგატიური გავლენა.
ფოთის საზღვაო ნავსადგური პასუხისმგებელია მთლიანად პორტის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. ამ ფუნქციას ასრულებს ნავსადგური და მას უფლება აქვს დაადგინოს და აკრიფოს სანაოსნო ტარიფები. მას უმცირდება უფლებები და რჩება იგივე ვალდებულებები, რაც არის დარღვევა და ჩარევა მის საქმიანობაში. ეს არის მის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა.
მედიიდან გავიგეთ, რომ ამ ტიპის კანონის ინიცირება ხდებოდა პარლამენტში. ანონსიდან პარლამენტის განხილვების. რჩება განცდა, რომ პარლამენტი არ იღებს ფოთის პორტის არგუმენტებს. მე ვიცი, რომ ჩვენს მარწმუნებელს [APM] ექნება კომუნიკაცია მთავრობასთან სხვადასხვა დონეზე და შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები,"- განაცხადა კახა შარაბიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი