მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს რეფორმა შედგა - თურნავა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე

5e0506cc6e897
BM.GE
26.12.19 23:03
938
ეს რეფორმა შედგა... დღესდღეობით მიმართვიანობა სქემიდან გასვლაზე არის პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ადამიანებს სჯერათ, როგორც მე ვამბობ, რომ პრივატიზების დროს ინვესტორებს და კომპანიებს სჯერათ და ყიდულობენ ამ ობიექტებს, რაც ჩვენ გამოგვაქვს და დებენ ინვესტიციებს, იგივე არის ეს, ადამიანი ინვესტიციას დებს თავის მომავალში. ეს რწმენა თანდათან გამყარდა. აქედან გამომდინარე, არაფერი არ ემუქრება საპენსიო რეფორმას, პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ ამის განვითარებას. შემდეგი ნაბიჯი იქნება სწორი, კარგად დაბალანსებული, ძალიან უსაფრთხო, კარგად გააზრებული საინვესტიციო პოლიტიკის დამტკიცება და უკვე განთავსების დაწყება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, ამ სქემის მონაწილეები და ისინი უდიდესი უმრავლესობაა, რეალურ ინვესტორებად იქცნენ. საკუთარ მომავალში, საკუთარ უზრუნველყოფილ სიბერეში ჩადონ ახლავე ფული სარფიანად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორის ცვლილებას, თურნავას თქმით, „ეს არ არის კრიტიკული თემა, რომელიც პირდაპირ კორელაციაში არის საპენსიო რეფორმასთან. საპენსიო რეფორმა შედგა, მას აქვს ძალიან მყარი საკანონმდებლო გარანტიები“.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ რამდენიმე კვირის წინ თანამდებობა დატოვა.