მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს 7 ივნისიდან გახსნის

60a79cf1e7784
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.21 16:58
991
ესპანეთი აცრილი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირში არ ცხოვრობენ, საზღვრების გახსნას 7 ივნისიდან განიხილავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, ტურიზმი ესპანეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან როლს თანაშობს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში.

მოცმეული პროგნოზით, ესპანეთში წელს ზაფხულში ტურისტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონის 30-40%-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 2020 წელს 80%-ით შემცირდა.