მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი “ოქროს ვიზების” პროგრამაზე უარს ამბობს - პედრო სანჩესი

ესპანეთი

ესპანეთში ე.წ. “ოქროს ვიზების” პროგრამის დასრულებას გეგმავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ინვესტორს აქვს უფლება ესპანეთის ბინადრობა მიიღოს, თუკი ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში სულ მცირე ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქონა უფლება კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც სპეკულაციურ საქმიანობას არ უნდა დაექვემდებაროს. პრემიერ-მინისტრი ამბობს იმასაც, რომ “ოქროს ვიზის” მფლობელები, როგორც წესი, ისეთ რეგიონებზე ფოკუსირდებიან, სადაც უძრავი ქონების ბაზარი ისედაც გადატვირთულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასებს საგრძნობლად აძვირებს.

წლების განმავლობაში, ესპანეთის მიერ გაცემული “ოქროს ვიზა” ამ ტიპის ერთ-ერთ საინტერესო შემოთავაზებად ითვლებოდა, რადგან ევროკავშირის ბინადრობამდე მისასვლელ გზას ის ინვესტორს შედარებით იაფი გზით აძლევდა. ნახევარმილიონიანი ინვესტიიცის შედეგად, ინვესტორი ესპანეთის სამწლიან ბინადრობას იღებდა, რომლის გაგრძელება დამატებით ხუთი წლით შეეძლო. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ინვესტორს მუდმივი ბინადრობის მიღება შეეძლო.

ასეთი პროგრამები, როგორც იცით, ბევრ ქვეყანაში არსებობს და მათ მთავარ მიზანს მდიდარი ადამიანების კონკრეტული ქვეყნით დაინტერესება და ინვესტიციების წახალისებაა. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში ამ ტიპის პროგრამების მიზანშეწონილობაზე დაიწყეს საუბარი, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ამ გზით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ევროკავშირში პრივილეგიებით სარგებლობა შეეძლოთ. მას შემდეგ, “ოქროს ვიზების” პროგრამაში ცვლილებები პორტუგალიამ, ირლანდიამ და ავსტრალიამ შეიტანეს. ახლა კი, ამ ქვეყანათა ჩამონათვალს ესპანეთიც შეემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები