ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე, ბეგონია გომესი, გავლენით ვაჭრობისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით, სასამართლოში გამოიძახეს.
გამოძიება ბეგონია გომესს სამსახურებრივი კავშირების პირადი კარიერული წინსვლისთვის გამოყენებას, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელობას და სახელმწიფო რესურსებით არამიზნობრივ სარგებლობას ედავება. თავად პრემიერ-მინისტრის მეუღლე წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე პირდაპირ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციას გადაეცა. სწორედ ის განსაზღვრავს პროცესის ზუსტ თარიღს. ესპანეთის პროკურატურა საქმეში დანაშაულის ნიშნების საუბრობს და დაცვის მხარესთან ერთად გომესის სრულ გამართლებას მოითხოვს.
კერძო ბრალმდებლის სტატუსით მოქმედი ულტრაკათოლიკური გაერთიანება Hazte Oír-ი კი პრემიერის მეუღლისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
ბეგონია გომესის ადვოკატი ხაიმე კამპანერი საქმის წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. მისი განმარტებით, კერძო ბრალმდებლის საბრალდებო დასკვნა კანონმდებლობასთან შეუთავსებელ და გამოუსწორებელ ხარვეზებს შეიცავს.
























