დღეს, 5 ოქტომბერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.
2027 წლის ნაცვლად, ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება.
ვადამდელ არჩევნებს წინ უძღოდა მისი მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი "საბინაო კრიზისის" მოგვარების გეგმა, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. სანჩესის თქმით, არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, ესპანეთის მომავალი შეუერთდება „ულტრამემარჯვენე ტალღას“ თუ გააგრძელებს „ღიაობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის“ გზას.
























