20.აგვისტო .2021 20:47

ესპანეთი დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ვიზის გაცემას იწყებს - Euronews

ესპანეთი დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ვიზის გაცემას იწყებს - Euronews
views 2909
უკან

კოვიდ-პანდემიის გამო, დისტანციურად მომუშავე ადამიანების მკვეთრად გაიზრდილი რაოდენობის გამო, ესპანეთი ციფრული ვიზის შემოღებას გეგმავს, რომელიც დაინტერესებულ პირებს ესპანეთში, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.

Euronews-ის ცნობით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც სოფლებში სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამომ, მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო. ამიტომ ადგილებში, სადაც დღეს 5 ათასამდე მაცხოვრებელია, ადგილობრივები სტუმრების მისაღებად უკვე მობილიზებულები არიან. ინიციატივას ესპანეთის 30 ქალაქი და სოფელი შეუერთდა და მათი ნახვა სპეციალური ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი: https://pueblosacogedores.com/.

გამოცემის ცნობით, Startup-ებისთვის პროგრამის ფარგლებში, საგადასახადო შეღავათები დაწესდება და ანტერპრენერებს, მეწარმეებს საკუთარი საქმიანობა განვითარებისთვის და საკუთარი პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანისთვის წაახალისებენ. აღნიშნული პროგრამა/ვიზა ასევე ითვალისწინებს, მასპინძლის დახვედრას, რომელიც სტუმარს ადგილობრივების ადათ/წესებს და ტრადიციებს გააცნობს. რაც შეეხება საშუალო ხარჯს, ესპანეთში ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობის დროს 1 კვირაში საშუალოდ 200- 300 ევროა ევროა საჭირო.