მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი NATO-ს კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას სთხოვს

5e7b2d8ab91af
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 15:25
1072
ესპანეთმა NATO-ს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების ნაკლებობა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ესპანეთს ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობა მას შემდეგ დაუდგა, რაც ქვეყანაში კრონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. კორონავირუსით ინფიცირებულთა 13.6% სწორედ სამედიცინო პერსონალია.

“ეს ურთულესი კვირა იქნება, რადგან ჩვენ ვირუსთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ეპიდემიის პიკს ვუახლოვდებით“,-აღნიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ იამ.

ცნობისთვის, ესპანეთი ნატო-ს 450 000 რესპირატორულ მოწყობილობას, 500 000 სწრაფი ტესტს და 1.5. მილიონ დამცავ ნიღაბს სთხოვს.

25 მარტის მონაცმებით, კორონავირუსით ინფიცირების 42,058 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2,991 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3,794 ინფიცირებული.