მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 769 ადამიანი გარდაიცვალა

5e7ded6c68ea8
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 17:00
1199
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 769 ადამიანი დაიღუპა, – ეს ამ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ცოდა ხნის წინ ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექციის გამოვლენისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები, რომელიც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინეთში შეიძინა, გაუმართავად მუშაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 9,000 ტესტს უკან გაიწვევს, რადგან მათი შედეგები „არასაიმედოა“. ესპანეთი აცხადებს, რომ ტესტები კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან რამდენიმე კვირის წინ შეიძინა.

Shenzhen Bioeasy Biotechnology-მა wechat-ში კომპაინიის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ტესტები არასწორი გამოყენებით დაზიანდა.

27 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 64,059 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +6,273), გარდაიცვალა 4,858 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +769), გამოჯანმრთელდა 9,357 ინფიცირებული.