მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს - კულება

62346190c3285
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 14:42
713
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე" წერს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს და ეს საკითხი EU-ს უმაღლესი წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.

“ჯოზეფ ბორელს ვესაუბრე, რა დროსაც განვიხილეთ ევროკავშირის მზადების პროცესი სანქციების მე-5 პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ იმ უკრაინელების დაცვისა და დახმარების საკითხიც, რომლებიც რუსულ ბომბებს ევროკავშირში გაექცნენ”, - წერს კულება "ტვიტერზე".

რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციას ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. სანქციების პირველი პაკეტი ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა.