მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს პუნქტების შესრულებით გადაჭარბებული გავლენები შემცირდება - დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

6336d54e4988d
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 14:47
478
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 პუნქტი ქვეყანაში არასათანადო გავლენების შემცირებას ემსახურება.

“დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ 12 პუნქტს შორის, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. დანარჩენი 11 პრიორიტეტსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რადგან ის ამცირებს და სპობს რომელიმე კონკრეტული პირის გადაჭარბებული გავლენას პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი პოლიტიკურ პროცესში არასათანადო გავლენების შემცირებას ემსახურება”,-აცხადებს დეგნანი.

ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

რეკომენდაციები გულისხმობს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სამოქმედო გეგმის მიღებას, ასევე ქვეყანა იღებს და ასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას და სხვა.