მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა გაგრძელდეს ბაზრების დივერსიფიკაციის ძალისხმევა, რომ არ იყოთ რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი"

644b8a8bae1c9
BM.GE
28.04.23 12:54
621
უნდა გაგრძელდეს დივერსიფიკაციის ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ვაჭრობის გზით რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა, მათ შორის, ეკონომიკურად, სერიოზული გამოწვევაა, რაც ამ საშინელი ომის გვერდითი ეფექტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის, კელი დეგნანი პასუხობა:

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს ძალიან დიდი ენერგია და ძალისხმევა აქვს ინვესტირებული ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. ქართული პროდუქტებისთვის ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით – სადაც ქართველი მწარმოებლები რიგ შემთხვევებში უფრო ძვირადაც ყიდიან საკუთარ პროდუქციას, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა ექმნებათ“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთთან ვაჭრობის ელიმინაცია ვერ მოხდება, ამას საქართველოსგან არავინ ითხოვს, რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ საქართველომ ისტორიულად იცის, რომ რუსეთმა შეიძლება ეკონომიკური დამოკიდებულება პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს.

„ის, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია – მოიძია სტაბილური და მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრები – აისახა კიდეც რუსეთზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, 2022 წელს ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. ეს საკმაოდ საგულისხმო მონაცემია. ფოკუსირება და კონცენტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს ტენდენცია, ახალი ბაზრების მოძიების ტენდენცია. მაგრამ 100%-ით საქართველოს ინტერესშია, რომ შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის თუ სხვა სექტორებში. შესაძლოა, უფრო ადვილია რუსეთის ბაზარზე გასვლა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი არჩევანი. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს დივერსიფიკაციის ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მოქნილი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს ვაჭრობის გზით რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი“, - თქვა დეგნანმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები