ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში თითქმის განახევრებულია - იანვარ-თებერვალში EU-ში ექსპორტმა $115.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12.6%-ია.
შედარებისთვის, გასული წელს იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი $159 მილიონი დოლარი იყო, რაც ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტის 20.9%-ს შეადგენდა.
საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში წელს ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა - ბულგარეთი (34.6 მილიონი) და ესპანეთი ($20 მილიონით) მოხვდა. დანარჩენი პოზიციები ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა დაიკავეს.
ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის ტოპ ხუთეული ასე ნაწილდება:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $51.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;
2. თხილი და კაკალი - $9.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8%;
3. კომპიუტერები და ბლოკები - $8.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5,457%;
4. სპირტიანი სასმელები - $6.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;
5. ღვინოები - $3.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 24%.
ევროკავშირში ექსპორტის კლების სანაცვლოდ, მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი დსთ-ში და მან $532 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი