მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი ჰოსპიტლები" განცხადებას ავრცელებს

5e6141c917662
თამთა ჯიჯავაძე
05.03.20 22:12
20219
“ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული, - ამის შესახებ განცხადებას კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ნიორაძე ავრცელებს.

"ჩვენს სათაო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან სათაო ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულთა შორის იყვნენ "ევექსის" თანამშრომლებიც.