პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს. გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.
ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით. გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისეთი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ, როგორებიცაა ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ისევე როგორც, სათბურის მოწყობა. ENPARD-ის პროგრამა ინვესტიციების სრული ღირებულების 40-60%-ის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა მთლიანობაში 5 მილიონ ლარს აღემატება.
„ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად. FAO-სთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქართველმა ფერმერებმა და მწარმოებლებმა საქმიანობის გაგრძელება შეუფერხებლად შეძლონ. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშნელოვანია Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადობის შენარჩუნება სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
„დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც Covid-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, საჭირო ცვლილებები შეიტანა პროგრამაში, რათ დავხმარებოდით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას და პირველადი წარმოების ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ვაჩაგანი, 31 წლის ფერმერი ახალქალაქიდან ერთ-ერთია, ვისაც საგრანტო კონკურსის ფარგლებში მრავალფუნქციური ტრაქტორი გადაეცა. მისი მიზანია 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კარტოფილის მეურნეობა გააუმჯობესოს. გადაცემული ტექნიკით ის საკუთარ სოფელში სხვა ფერმერების დახმარებასაც გეგმავს.
პროგრამის ფარგლებში, შემდგომ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტ ფერმერს, კოოპერატივსა და მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა საგრანტო განაცხადები წარადგინოს. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია განთავსებული ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE
როგორც FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი აცხადებს, რთული გარემოებების მიუხედავად, ფერმერთა და მწარმოებელთა დახმარების პროგრამას FAO და ევროკავშირი შეუფერხებლად გააგრძელებენ. „ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების თანადგომა. გაზაფხულია და არ უნდა შეფერხდეს სასოფლო-სამეურნეო პროცესები, მიწის დამუშავება, რათა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ დავუშვათ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ამ მიმართულებით“, განაცხადა სანს ალვარესმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება