მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა 2008 წლის ომის დროს უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა - პრეზიდენტი

6477518dd4f69
BM.GE
31.05.23 18:10
588
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წელს სწორედ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მედიაციით მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება, რითიც საომარი მოქმედებები შეჩერდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის მიერ ომის შემდგომ შესრულებული როლის შესახებაც.

“ევროკავშირი საქართველოსთვის სტაბილურობის მხარდამჭერი იყო. არ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის რუსული აგრესია, როდესაც ქვეყანაში ტანკები შემოდიოდნენ, ჩვენმა პარტნიორებმა იშრომეს, რათა ეს ტრაგიკული შედეგი კიდევ უფრო უარესი არ ყოფილიყო. ევროკავშირის საფრანგეთის თავმჯდომარეობის სახით, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ამერიკელების პარტნიორობით მედიაცია გაუწია შეთანხმებას, რომელმაც შეაჩერა რუსული ჯარი რომ უფრო ღრმად არ შემოსულიყო საქართველოს მიწაზე. მაშინ ევროკავშირის რეაქცია არ იყო იმდენად მკაცრი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, რადგანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდა, რასაც დღეს ვაცნობიერებთ. 2008 წლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ისინი თვალს ადევდნებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის მადესტაბილიზირებელ ნაბიჯებს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. ბოლოს მსგავსი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტს 13 წლის წინ ჰქონდა.