მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

646dec24b380c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.23 15:13
708
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში 31 მაისს ჩავა და ევროპარლამენტს მიმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ მიმართვა მთავრობას 27 აპრილს გაუგზავნა.

საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამგზავრების შესახებ ნებართვის მისაღებად მთავრობას ჯერ კიდევ აპრილში მიმართა, თუმცა პასუხი მხოლოდ ახლა მიიღო.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინსტრმაც.  "საქართველოს პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლის განაცხადი დაუკმაყოფილდება. ეს საკითხი ადმინისტრაციებს შორის უნდა წყდებოდეს და ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია", - თქვა 19 მაისს პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები