მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა თქმა უნდა [სალომე ზურაბიშვილს] არ უნდა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს" - პრემიერი ნანა ყეინიშვილის საქმეზე

კობახიძე

"რა თქმა უნდა მას [სალომე ზურაბიშვილი] არ უნდა ეს პასუხისმგებლობა აიღოს, ეს მისი საქმეა",- ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე დასმულ კითხვას.

საქმე ისაა, რომ პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომლის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს.

"რაც შეეხება კონკრეტულად ამ სამართლებრივ საქმეს, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შესაბამისი უწყებების გამოსაძიებელია",- ამბობს ირაკლი კობახიძე მედიასთან.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათ მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერები გახდა. პარალელურად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმავე კომპანიას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის 572.1 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრა. ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.

2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ყეინიშვილის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხომერიკისას კი, 82-მა. კენჭისყრას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები, საბჭოს წევრების გადადგომა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოება კანდიდატურების საკითხზე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრების მცდელობას „ქართული ოცნების“ მხრიდან „მორიგ შეტევას“ უწოდებს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო.

პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო

ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი

როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები