მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უცხოელი ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დააბრუნოს - Bloomberg

5f20088373ddc
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 15:35
1304
Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი გეგმავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვების ისევ დაბრუნებას, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში იქნება, თუმცა არ არის აღნიშნული ახალი შეზღუდვები როდიდან ამოქმედდება.

შეზღუდვები შეეხება აშშ-საც, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რამდენიმე ქვეყანის ამოღებას განიხილავს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები, ამჟამად, იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ.

მათ გარდა, ამ სიაში არის საქართველო, ალჟირი, ავსტრალია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. Bloomberg-ის მიხედვით, ევროკავშირმა შეიძლება სიიდან ალჟირი და მაროკოც ამოიღოს.