თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:
· პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;
· პასუხისმგებლობა ბიზნესში;
· პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
ბეტსონის კომერციული დირექტორი, რონ ჰერტვიგი ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი თამაში მათი ბიზნესის საფუძველია.
რაზეა დაფუძნებული ბეტსონის საქმიანობის პოლიტიკა? - ბეტსონის კომერციული დირექტორის, რონ ჰერტვიგის თქმით, პასუხისმგებლიანი თამაში მათი ბიზნესის საფუძველია. „ბეტსონში“ ხვდებოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მომხმარებელი სავსებით გაცნობიერებულად ხარჯავდა ფულს აზარტული ტიპის გართობაში და თამაშობდა მხოლოდ სიამოვნებისთვის, მომხმარებლის მცირე ნაწილისთვის ის პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო.
„ჩვენი პასუხისმგებლობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემაზე რეაგირება მანამ მოვახდინოთ, ვიდრე ის პრობლემად იქცევა, ანუ აქცენტს მთლიანად პრევენციაზე ვაკეთებთ“, - აღნიშნავს რონ ჰერტვიგი.
პირველი თანამშრომლის აყვანიდან დღემდე 13 წელი გავიდა. დღეს კი 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს „ბეტსონ ჯგუფში“ იმისთვის, რომ პასუხისმგებლიან თამაშს შეუწყონ ხელი და ფულის გათეთრების წინააღმდეგ იბრძოლონ ყოველდღიურად.
დღეს „ბეტსონ ჯგუფი“ მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის - საქართველოში „ევროპაბეთის“ სახით. ათი განსხვავებული ბაზარი ათ განსხვავებულ სათამაშო კულტურას ნიშნავს, თუმცა „ბეტსონი“ არასოდეს ღალატობს თავის პირვანდელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციას. ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის - პრინციპი მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის სათამაშო ბიზნესში ტრიალებს.
„საქართველოს ბაზარი სხვა ბაზრებისგან განსხვავდება. ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და შესაძლოა, არც ისეთი მომწიფებულია, როგორც სხვა ბაზრები. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლიან თამაშზე ზრუნვა ადრეულ ფაზაში უნდა დაიწყოს“, - ამბობს რონ ჰერტვიგი.
მისი განმარტებით, „ბეტსონის“ მთავარი ქვაკუთხედი ამ პრინციპის განხორციელებაში გუნდია, რომელსაც აქვს რეალური მოტივაცია, აკეთონ პასუხისმგებლიანი ბიზნესი.
ცალკე და მასშტაბური საკითხია მარკეტინგიც. ამ მხრივ ნაბიჯები უკვე საქართველოშიც გადაიდგა, მას მერე რაც დაიწყო გარე რეკლამების ჩამოხსნა. რონ ჰერტვიგის თქმით, ზოგადად, „ბეტსონის“ პოლიტიკაა არააგრესიული მარკეტინგი, ზოგიერთ პლატფორმაზე კი სრულიად რეკლამის სრული შეზღუდვა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციიდან საქართველოში ეს პუნქტი უკვე მთლიანადაა შესრულებული.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ კომპანიას სჭირდება მდგრადი განვითარება, ანუ მას სჭირდება პროდუქტი, რომელიც კარგია როგორც კომპანიისთვის, ისე - მომხმარებლისთვის. ორივე მხარე მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ მომხმარებელს ექნება საშუალება აკონტროლოს საკუთარი თამაში და არ დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე ამის საშუალება აქვს“, - ამბობს ჰერტვიგი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა