მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

62a0f39c8b05a
თამთა ჯიჯავაძე
08.06.22 23:05
801
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას ეხება. ამასთან, როგორც "დოიჩე ველე" წერს, აღნიშნულ რეზოლუციაში საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან დაკავშირებით საუბარი არ არის.

რეზოლუცია ევროპარლამენტმა დღეს პლენარულ სესიაზე დაამტკიცა. მას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 მის წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროპული ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რაც ნათელი პოლიტიკური სიგნალი იქნება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად.