მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო" 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

5d89d21ea3746
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.19 12:14
869
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ინიცირებულ ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის ლდერებმა დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადეს.

მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო.

ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლებამ და კონკრტულად, გიორგი გახარიამ საკუთარი მოსახლეობა მოატყუა, როდესაც პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის სტატუსით მოსულმა თქვა, რომ ლარი იმიტომ უფასურდება, რომ ხელისუფლება ვალს არ იღებსო.

დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება წელს ვალს იღებს და საკუთარ სიტყვას უკვე გადაუხვია.

შესაბამისად, დღეს საქართველოს ვალი უკვე 19 მლრდ-ს აღწევს, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2012 წელს 7.8 მლრდ ლარი იყო.

„დღეს ეს ვალი საგანგაშოდ მაღალია“, - აღნიშნა ბქარაძემ.

მეორე მიზეზი, რის გამოც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ, ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა გრძელვადიანი, საინვესტიციო უცხოური კრედიტების ათვისება კორუფციის, უუნარობის და არაკომპეტენურობის გამო;

„ახლა კი, ცდილობენ თანხა შიდა ვალის აღებით მოიპოვოს, რაც უფრო ძვირი უჯდება გადასახადის გადამხდელებს“, - აცხადებენ ოპოზიცონერი დეპუტატები და დასძენენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რაში სჭირდება ხელისუფლებას დამატებითი ვალის აღება.

შეგახსენებთ: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად - 4.5%-ზე ტოვებს, მაგრამ იცვლება სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პარამეტრები, მათ შორის - ხელისუფლება 231 მლნ ლარით 13.3 მლრ-მდე ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ წელს მთავრობა არა - 400 მლნ-ის, არამედ 900 მლნ ლარის შიდა ვალს აიღებს, მაშინ როდესაც ვერ აითვისეს გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები 360 მლნ ლარის ოდენობით.