მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეკონომიკის მინისტრი ინტერპელაციაზეც არ მოდის, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით” - არმაზ ახვლედიანი

ახვლედიანი

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი, ამ წუთებში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე აღნიშნავს, რომ ხვალ ჩანიშნულ ინტერპელაციაზე, რომელზეც ეკონომიკის მინისტრს ბახმაროს განაშენიანების საკითხზე უნდა ესაუბრა, ლევან დავითაშვილი არ გამოცხადდება.

“როგორც ცნობილია, ხვალ უნდა ყოფილიყო ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია, ბახმაროს საკითხთან დაკავშირებით. ეს ამ დილითაც დაადასტურა ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ინტერპელაცია გაიმართებოდა და სულ ერთი საათის წინ გვითხრა, რომ მინისტრი ხვალ მოსვლას ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ვიზიტი აქვს.

გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასე, რომ ეკონომიკის მინისტრი თვეების განმავლობაში წერილობით არ პასუხობს არც ერთ შეკითხვას და ახლა უკვე ინტერპელაციაზეც არ მოდის, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, მაშინ როცა საკითხი საგანგაშო და გადაუდებელია”, - აღნიშნავს არმაზ ახვლედიანი.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა მინისტრის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის გამო გადაიდო. ხვალ 12:00 საათიდან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ხვალ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს მოუსმენენ - საკითხები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები