მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას კორონავირუსის საფრთხის გამო არ დაესწრება

5e4302695a6c7
თამთა ჯიჯავაძე
11.02.20 23:43
1033
Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას კორონავირუსის საფრთხის გამო არ დაესწრება. კომპანია პირველი არ არის, რომელმაც ბარსელონაში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს მაგალითად, Amazon-მა და Sony-მაც.

ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეების უარს გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმებით ხსნიან, კერძოდ, კონგრესის ყველა მონაწილემ უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მათ ბოლო 14 დღე ჩინეთში არ გაუტერებიათ.

ღონისძიება 24 თებერვლიდან 27 თებერვლამდე პერიოდშია დაგეგმილი.