მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ წუთში მოყოლილი Facebook-ის წარმატების ისტორია | TECH INFORM

zuck

Facebook-ი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც ყოველთვიურად 3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. საერთო ჯამში, Facebook-ის აპლიკაცია მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდჯერ არის გადმოწერილი, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

Facebook-ის იყენებენ როგორც მეგობრებთან და ნაცნობებთან დასაკავშირებლად, ასევე სიახლეების მისაღებად, გასართობად, დროის გასაყვანად და საშოპინგოდაც კი. მომხმარებლები დღის განმავლობაში საშუალოდ Facebook-ზე 35 წუთს ატარებენ.

ამ ინოვაციური პლატფორმის მიღმა ამერიკელი მეწარმე, მარკ ცუკერბერგი დგას, რომელმაც Facebook-ი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, 2004 წელს დააფუძნა, როდესაც ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

თავდაპირველად, სოციალური ქსელის მიზანი ჰარვარდელი სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება იყო, თუმცა პლატფორმამ ზრდის არნახული დინამიკა აჩვენა და ცუკერბერგმაც სამიზნე აუდიტორია გაზარდა.

2012 წელს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე Facebook-ის დებიუტი შედგა და კომპანიის IPO-ს მოცულობამ 104 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის შედეგად, ცუკერბერგი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა.

Facebook-მა პირველმა დანერგა უსასრულო სქროლვის ფუნქცია და სხვა უამრავი ინოვაცია, რომელსაც თანამედროვე სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხედავთ. შეიძლება ითქვას, სოციალური ქსელების ინდუსტრია თავად Facebook-მა შექმნა და ის დღემდე რჩება ამ სფეროში უდავო ლიდერად.

2021 წელს კომპანია Facebook-მა რებრენდინგი განიცადა და მისი ახალი სახელწოდება Meta გახდა, რაც კომპანიის ახალი მიმართულებით, მეტავერსით იყო განპირობებული.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 753 მილიარდ დოლარს შეადგენს და მისი დამფუძნებლის ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ინოვაციურობისა და დომინაციის გათვალისწინებით, Facebook-ი თამამად შეიძლება ჩაითვალოს XXI საუკუნის ჭეშმარიტ #ტექლიდერად.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები