სოციალურ ქსელ Threads-ში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ კონკურენტი პლატფორმის, X-ის (ყოფილი Twitter) მაჩვენებელს გადააჭარბა.
აღნიშნული განცხადება Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ანალიტიკოსებთან გამართულ კვარტალურ პრეზენტაციაზე გააკეთა.
არსებული ინფორმაციით, თითოეული მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე გატარებული დრო წლიურად 20%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, Instagram-ზე თითოეულ მომხმარებელზე გატარებული დროის გლობალურმა მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მესამე კვარტალში ორნიშნა წლიური ზრდა დააფიქსირა, რაც Reels-ისა და ძირითადი გვერდის მაღალმა აქტივობამ განაპირობა.
რაც შეეხება Meta-ს აპლიკაციების მთლიან ეკოსისტემას, სადაც WhatsApp-ი და Messenger-იც შედის, სექტემბერში დღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 3.64 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 3%-იან მატებას ნიშნავს.
ცნობისთვის, ილონ მასკის SpaceX-ის საკუთრებაში არსებული X ამჟამად 561 მილიონ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Threads-ის მომხმარებლების რაოდენობა ამაზე მაღალი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი რიცხვები კომპანიას არ გაუსაჯაროებია.
























