უახლესი ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია Meta-ს კვარტალურმა შემოსავალმა 26%-იანი ზრდის შემდეგ $64.6 მილიარდი შეადგინა, რითაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $63.3-მილიარდიან მაჩვენებელს გადააჭარბა.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $2.71 მილიარდის სუფთა მოგება მიიღო, ამჯერად ამ მონაცემმა $9.86 მილიარდი შეადგინა. გაუმჯობესდა ერთი აქციის მოგების მაჩვენებელიც, რომელმაც ნავარაუდევ $3.57-ს გადააჭარბა და $3.83-ს მიაღწია.
Meta-ს პლატფორმებზე ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა წლიურად 3%-ით გაიზარდა და 3.64 მილიარდი შეადგინა. ამასთან, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, აგვისტოში გამოშვებულ პერსონალურ AI-აგენტ Muse-ს, აშშ-სა და კანადაში უკვე 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი 25% სისტემას ყოველდღიურად იყენებს.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, მე-4 კვარტალში კომპანია $73 მილიარდიდან $76 მილიარდამდე შემოსავალს ელოდება, რაც უოლ-სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად აღემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ მენეჯმენტმა 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი 135-დან 145 მილიარდ დოლარამდე განსაზღვრა.
























