ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ ხელოვნური ინტელექტისა და სუპერინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $95 მილიარდის მოზიდვის გეგმა წარადგინა.
ახალი გეგმის თანახმად, კომპანია თავდაპირველად $35 მილიარდს საჯარო შეთავაზებით მიიღებს, ხოლო დამატებით $60 მილიარდს აქციების გამოშვების პროგრამით მოიზიდავს.
როგორც ცნობილია, $5 მილიარდის ღირებულების აქციების შესყიდვის ინტერესი NVIDIA-მ, AMD-იმ და Broadcom-მა უკვე გამოხატეს.
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ეს ინვესტიცია Meta-ს ახალი აგენტის, Muse-ის და მონაცემთა ცენტრების განვითარებას მოხმარდება.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 26%-ით გაიზარდა და $64.6 მილიარდი შეადგინა. ანალიტიკოსები $63.37 მილიარდის შემოსავალს ვარაუდობდნენ, თუმცა რეალურმა მონაცემმა მოლოდინს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ კაპიტალური დანახარჯების წლიური პროგნოზი გაზარდა და ის $145 მილიარდით განსაზღვრა.
























