მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების სარჩელის გამო, Meta-მ ახალი აქციების გამოშვება შეაჩერა

meta

ინვესტორების სარჩელის განხილვის დასრულებამდე ამერიკულმა Meta-მ ახალი, C კლასის აქციების გამოშვება შეაჩერა.

კომპანია დათანხმდა, რომ ფასიანი ქაღალდები სასამართლოში დავის დასრულებამდე არ გამოუშვას, რათა ამით ინვესტორების ინტერესები არ შელახოს. ცნობისთვის, დავა ეხება Meta-ს მიერ დაგეგმილ რეკაპიტალიზაციას, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 2027 წლის იანვარში ხმის უფლების არმქონე აქციების ახალი კლასის გამოშვება აქვს დაგეგმილი.

ახალი აქციების გამოშვებით კომპანიას $60 მილიარდის მოზიდვა აქვს განზრახული და მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მოზიდული კაპიტალი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების დაფინანსებას ემსახურება.

რაც შეეხება რეკაპიტალიზაციის სტრუქტურას, დაგეგმილი ცვლილება ფაქტობრივად აქციების ორად გაყოფას გულისხმობდა. აღნიშნული მოდელი კომპანიას ახალი აქციების გაყიდვის შესაძლებლობას აძლევდა ისე, რომ აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს ხმების საკონტროლო პაკეტი არ დაეკარგა, თუმცა თავად ჩვეულებრივი აქციონერები თავიანთი არსებული აქციების სანაცვლოდ კომპანიის ნაკლებ წილს მიიღებდნენ, რაც ამ დავის დაწყების მთავარი მიზეზი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები