Facebook-მა Windows–ისა და MacOs-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაცია გამოუშვა. ამის შესახებ სოციალური მედია გიგანტის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა ვიყოთ ერთად, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად ცალ-ცალკე ვართ. ამიტომ, დღეს ჩავუშვით მესენჯერის აპლიკაცია Windows-ისა და MacOS-ისთვის.
ჯგუფური ვიდეოზარებისა და მესიჯების რაოდენობა ჩვენს აპლიკაციაში გაიზარდა - დესკტოპზე მესენჯერის გამოყენება გასულ თვეში გაორმაგდა. ახალი აპლიკაცია ბევრად უკეთესს აქცევს თქვენს გამოცდილებას. იმედი მაქვს მოგეწონებათ!", - წერს ცუკერბერგი.
მესენჯერის ახალი აპლიკაციის გადმოწერა Microsoft Store-დან და AppStore-დან არის შესაძლებელი.