მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META $410 მილიონით დააჯარიმეს

63b6aa4225d06
გიორგი თოლორდავა
05.01.23 15:21
795
ირლანდიურმა პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიამ Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta-ს 410 მილიონი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

მარეგულირებლის განცხადებით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია აქტიურად არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას და მომხმარებლებს აიძულებდა თანხმობა განეცხადებინათ პირადი მონაცემების გაცემასა და ტარგეტირებული რეკლამების მიღებაზე.

ჯარიმის გადახდის გარდა, Meta-ს ზემოხსენებული პრაქტიკის შეცვლა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია განმეორებით დაჯარიმდება.

მოგეხსენებათ, პერსონალური მონაცემების დამუშავება და შემდეგ მასზე დაყრდნობით პერსონალიზებული რეკლამების მომზადება Meta-ს მთავარი შემოსავლის წყაროა, შესაბამისად, კომპანია ყველანაირად ცდილობს მომხმარებელს რეკლამების მიღებისკენ უბიძგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია EU-ში შემოსავლის მიღებას ვერ შეძლებს, ევროკავშირი კი Meta-ს მთავარი ბაზარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები