მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook–ი 16 წლის გახდა

5e395cd777f9e
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.20 16:15
1341
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook-ი 16 წლის გახდა. სოციალური ქსელი 19 წლის მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა. ამის შესახებ ABC News-ი იუწყება.

თავიდან ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 2,5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

იანვარში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სოციალურ ქსელს დღეში დაახლოებით 1.66 მილიარდი მომხმარებელი სტუმრობს, გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი გაზრდილია 9%-ით. ყოველ წუთში დაახლოებით, 5 ახალი პროფილი იქმნება. სოციალური ქსელის მომხმარებლების 76% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 66% – მამრობითი. სოციალურ ქსელში დღეში დაახლოებით 300 მილიონი ფოტო იტვირთება და წუთში დაახლოებით, 510 კომენტარი იდება. წელიწადში დაახლოებით 16 მილიონი ბიზნეს გვერდი იქმნება, რომელსაც ბიზნესი უკეთესად პოზიციონირებისათვის იყენებს.