მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: აშშ Covax-პლატფორმას უერთდება

600ac42aeb04c
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.21 17:10
711
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ Covax პლატფრომას შეუერთდება, სადაც 92-მდე ქვეყანაა გაერთიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ფაუჩი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) აღარ დატოვებს. ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით მოხარულია, რადგან აშშ პანდემიასთან ბრძოლაში უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

"მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ აშშ გააგრძელებს ჯანმოს წევრობას. აშშ ასევე აპირებს ორგანიზაციის მიმართ თავისი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს და შეუერთდეს Covax პლატფრომას", – თქვა ფაუჩიმ.

Covax პლატფორმა საერთაშორისო მასშტაბით თანხებს უყრის თავს, რათა დააფინანსოს ვაქცინების შესყიდვა და მის თანაბარ გადანაწილებას შეუწყოს ხელი მსოფლიოში. გეგმის მიხედვით, Covax-ი ვაქცინის პირველი დოზების მიწოდებას მომავალ თვეში დაიწყებს, პლატფორმის თანახმად, წელს მისი წევრებისთვის ის ვაქცინის 2 მილიარდი დოზის მიწოდებას შეძლებს, რაც წევრი ქვეყნების მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის იქნება საკმარისი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოსტის დაკავებიდან პირველივე დღეს გამოაქვეყნა ბრძანება, რომელიც კორონავირუსის კრიზისზე აშშ-ის მთავრობის უფრო აქტიურ რეაგირებას შეეხება.