მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ ელექტროსიგარეტი უსაფრთხოდ აღიარა

6166e88a5547c
ნათია თაქთაქიშვილი
13.10.21 21:54
1157
აშშ-ს საკვებისა და წამლების სააგენტომ (FDA) ელექტროსიგარეტი მისი არსებობის ისტორიაში პირველად უსაფრთხო პროდუქტად აღიარა და მაღაზიებში მისი გაყიდვის უფლება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტოს დასკვნით, ელექტროსიგარეტის დადებითი მხარე აჭარბებს იმ რისკებს, რომელიც მის მოხმარებას თან ახლავს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაცია რეკომედაციას უწევს Vuse-ის ბრენდის ქვეშ ნაწარმოებ ელექტროსიგარეტებს, აღნიშნული ჩვეულებრივი თამბაქოს არომატით ხასიათდება, ტკბილი სურნელის მქონე ელექტრო სიგარეტებისგან განსხვავებით, რომლებიც ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტოსგან ავტორიზაციას ასევე ელოდება ელექტროსიგარეტების მწარმოებელი კომპანია Juul-ი, რომელიც აქცენტს ასევე თამბაქოს არომატით წარმოებულ პროდუქტზე აკეთებს.

FDA-ს კვლევების მიხედვით, ელექტრო სიგარეტების თამბაქოს არომატით გამოყენებაზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს ამბობს, მაშინ როდესაც არომატული ელექტროსიგარეტების გამოყენებაზე 80%-ი მოდის.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლების სააგენტოს 10 წელზე მეტია ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტების ბაზრის რეგულირებაც ევალება.