მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა - TBC Capital

BM.GE
25.04.23 16:15
215
მარტში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. "თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, გასულ თვეში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. რეალიზაციის შემცირების მიუხედავად საპირისპირო ტენდენციაა ფასების კუთხით. საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,153$-ს გაუტოლდა, რაც 39%-ით აჭარბებს 2022 წლის მარტის და 1.5%-ით წინა თვის მაჩვენებელს. რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი;