მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62323322b4cb3
BM.GE
16.03.22 22:55
1218
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) დღეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს 2018 წლის შემდგომ განაკვეთის ზრდის პირველი შემთხვევაა.

დღემდე აშშ-ში საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტი იყო, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად ეს განაკვეთი 0.25-0.5 პროცენტი იქნება. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ში რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის შემცირებას ისახავს მიზნად. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში 7.9%-იანი ინფლაცია იყო, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად FED-ი 2%-ს განიხილავს, თუმცა ამჟამად ოთხჯერ უფრო მაღალი ინფლაციაა.

2020 წელს, პანდემიის დაწყებისად აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.25% იყო, რაც პანდემიის დაწყებიდან მალევე მკვეთრად შემცირდა, შემცირების მიზეზი აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირება და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო. თუმცა, უკვე 2021 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციამ სწრაფი ზრდა დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად, ინფლაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა მოსალოდნელი.