უმსხვილესი ამერიკული ბანკები ქვეყნის მთავრობას, ფედერალურ რეზერვსა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანოებს საპროტესტო წერილით მიმართავენ.
JPMorgan Chase-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ს, Citigroup-ისა და სხვა მსხვილი ბანკების ხელმძღვანელები მოითხოვენ, რომ მარეგულირებელმა ორგანომ შეწყვიტოს საბანკო-საფინანსო სექტორის შევიწროება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც მინიმალური სარეზერვო მაჩვენებლის ზრდას ითვალისწინებს.
JPMorgan-ის დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, სარეზერვო ბუფერის გაზრდა ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებს ფინანსურ რესურსებთან წვდომას შეუზღუდავს, რადგან ბანკებს ნაკლები ფული ექნებათ გასასესხებლად.
როგორც ბანკების ხელმძღვანელები ამბობენ, ფედერალური რეზერვი ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვების იმპლემენტაციას გეგმავს, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის საპასუხოდ დაიწერა, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
FED-ის პროგნოზით, ახალი რეგულაციის შემოღება აშშ-ში საერთო საბანკო რეზერვების გაზრდას 170 მილიარდი დოლარით გამოიწვევს, ეს კი სწორედ ის თანხა იქნება, რომელსაც ბანკები საინვესტიციოდ და გასასესხებლად ვეღარ გამოიყენებენ.
უოლ-სტრიტის ტიტანებსა და აშშ-ის მთავრობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე თვეებია გრძელდება, თუმცა, როგორც ჩანს, ფედერალური რეზერვი დათმობაზე წასვლას არ გეგმავს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.