აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღნიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი 40%-ით იზრდება და შეადგენს 25 500 000 ლარს.
მისივე თქმით, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები, ხოლო მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში; თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება.
„იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, რიჟვაძის თქმით, 2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება; იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც.
„იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება გაიზარდა 10 ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი