მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე - ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით

აჭარა ბულვარი
BM. GE
24.08.23 20:24
101

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში.

"ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა  და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24%-ს.

ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ტურისტული დანიშნულების დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა აჭარის მაღალმთიანეთს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. 2023 წლის 7 თვის მონაცემით, განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 9.7%-ით.

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტალის მონაცემით, 56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 24%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები