მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს აჭარაში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 4.3 მლნ გადააჭარბა - რიჟვაძე

აჭარა ბულვარი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 2023 წელს აჭარაში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 4.3 მლნ გადააჭარბა. ამის შესახებ მან შეხვედრაზე, სადაც ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ მსჯელობისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.

2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30% - ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით.

აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები