მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი: იპოთეკური სესხის პროცენტის დაფინანსება მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფებზეა გათვლილი

5ed0da079ed2a
ნინი ლონგურაშვილი
29.05.20 22:20
1731
“გარანტია იქნება ეს თუ იპოთეკური სესხის პროცენტის დაფინანსება, მიდის მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფზე”-ასე აფასებს ფინანსისტი ვასილ რევიშვილი მთავრობის გეგმით გათვალისწინებულ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმს.

რევიშვილი არ ფიქრობს, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა ჭარბვალიანობას გაზრდის, თუმცა თვლის, რომ პროგრამა შეზღუდულ ჯგუფებზეა გათვლილი და მთავარი პრობლემაა, რამდენად ექნება ეფექტი ამ გზით მთავრობის ჩარევას. 

“დადებითით რომ დავიწყოთ, კარგია, რომ ეკონომიკაში გარკვეული ფული მიდის. დღესდღეობით სტიმულირების ერთადერთი სწორი გზაა ეკონომიკაში ხარჯვის ხელშეწყობა. შესაბამისად, ის საუბარი, რომ ეს ჭარბვალიანობას გაზრდის და ა.შ. ამას მე არ ვეთანხმები. ახლა დროა, თუნდაც გაიზარდოს დავალიანება, რა თქმა უნდა, შემდეგ დაბალანსების პირობით. თუმცა, აქ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ გარანტია იქნება ეს თუ იპოთეკური სესხის პროცენტის დაფინანსება, მიდის მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფზე. პირობითად 1 000-1 200 ადამიანია საშუალო შემოსავლის მქონე და ვთქვათ დამატებით 500 მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანი ისარგებლებს ამ სესხით. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე არის ამ პროგრამის ეფექტიანობა. 80 მილიონი იანგარიშება, მარტივად, რაც გადავთვალე და დეველოპერები 80 მილიონით მოახერხებენ დამატებით 15 კორპუსის აშენებას", – აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.