მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა - საკითხები, რაზეც ისაუბრეს

6079d254e329e
BM.GE
16.04.21 22:07
519
დღეს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, რაფაელ ჟოზანს შეხვდა. სტუმრებმა ლაშა ხუციშვილს მიულოცეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საფრანგეთი საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერის პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.