მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა არის უკანონო, ანულირებული და ბათილი" - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის ელჩი

"აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა არის უკანონო, ანულირებული და ბათილი" , - ასე ეხმაურება საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას. ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.

"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, დილის 6:00 საათზე, რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები